კაია კალასი 29 ივნისს, სომხეთს ეწვევა

29 და 30 ივნისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სომხეთს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთში ევროკავშირის საელჩო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, 29 ივნისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, შემდეგ კი ქალაქ ეღეგნაძორში სომხეთში ევროკავშირის მისიის შტაბ-ბინას ეწვევა.
მომდევნო დღეს, 30 ივნისს, კალასი ჯერ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, არარატ მირზოიანს, რასაც ერთობლივი პრესკონფერენცია მოჰყვება.
ამის შემდეგ კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ