ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაია კალასი ტექნიკური პრობლემის გამო საგარეო საქმეთა მინისტრებსა და სტივ უიტკოფს შორის საუბრის ჩაშლაზე - არ ვიცი, კიბერშეტევა იყო თუ არა, მაგრამ ტექნიკურმა საშუალებებმა არ იმუშავა

კაია კალასი ტექნიკური პრობლემის გამო საგარეო საქმეთა მინისტრებსა და სტივ უიტკოფს შორის საუბრის ჩაშლაზე - არ ვიცი, კიბერშეტევა იყო თუ არა, მაგრამ ტექნიკურმა საშუალებებმა არ იმუშავა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ სტივ უიტკოფს შორის საუბარი ტექნიკური პრობლემის გამო ჩაიშალა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
კაია კალასის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან საუბარი ონლაინ ფორმატში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას იყო დაგეგმილი, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო არ შედგა.
„სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ სათქმელი არაფერი მაქვს, რადგან, არ ვიცი, ეს კიბერშეტევა იყო თუ არა, მაგრამ ტექნიკურმა საშუალებებმა არ იმუშავა“, - აღნიშნა კალასმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.