ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაია კალასი - საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი, მთავრობის მხარდასაჭერად განკუთვნილი თანხები სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით

კაია კალასი - საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი, მთავრობის მხარდასაჭერად განკუთვნილი თანხები სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით

საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი, ასევე თანხები, რომელიც მთავრობის მხარდასაჭერად გვქონდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს მოკლედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს. გვაქვს უვიზო რეჟიმის შეჩერებული დიპლომატური პასპორტებისთვის, ასევე თანხები, რომელიც მთავრობის მხარდასაჭერად გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით მათი მისიის მხარდასაჭერად, მაგრამ ქართველი ხალხის ხელშია, სწორად იმოქმედონ“, - აღნიშნა კალასმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.