ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაია კალასი - რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა

კაია კალასი - რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა

რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა სინგაპურში, კონფერენციაზე - „შანგრი-ლას დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როდესაც ჩინეთი და რუსეთი გლობალური უსაფრთხოების წესრიგის შეცვლის შესახებ საუბრობენ, ჩვენ ამის გამო უნდა ვღელავდეთ. თუ თქვენ ჩინეთის გამო ღელავთ, მაშინ რუსეთის გამოც უნდა ინერვიულოთ“, - განაცხადა კაია კალასმა.
მისი თქმით, ჩინეთი რუსეთის სამხედრო მანქანას უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება.
სიტყვით გამოსვლისას კაია კალასმა ევროპელ და აზიელ მოკავშირეებს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების წინააღმდეგ თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.