ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაია კალასი: "რუსეთი ცდილობს უკრაინაში მეტი ტანჯვისა და ნგრევის გამოწვევას"

კაია კალასი: "რუსეთი ცდილობს უკრაინაში მეტი ტანჯვისა და ნგრევის გამოწვევას"

რუსეთი უკრაინაში მეტი ტანჯვისა და ნგრევის გამოწვევას ცდილობს, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.
„საშინელებაა ბავშვების დანახვა უდანაშაულო მსხვერპლთა, დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის. ჩემი ფიქრები დღეს მათ ოჯახებთანაა“, - განაცხადა მან 25 მაისის უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის კომენტირებისას.
კალასმა ასევე განაცხადა, რომ ომის შესაჩერებლად ახლა რუსეთზე „ყველაზე ძლიერი“ საერთაშორისო პრესინგია საჭირო.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, 25 მაისს გამთენიისას რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშისას შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა.
მისი თქმით, იერიშის შედეგად უკრაინის 13 რეგიონი დაზარალდა: ქალაქი კიევი, კიევის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ოდესის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, სუმისა და პოლტავის ოლქები.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.