ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაია კალასი - რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი - რუსეთის ომის ყოველი სანტიმეტრი დოკუმენტირებულია

კაია კალასი - რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი - რუსეთის ომის ყოველი სანტიმეტრი დოკუმენტირებულია

რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი. რუსეთის ომის ყოველი სანტიმეტრი დოკუმენტირებულია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
„რუსეთის ომის ყოველი სანტიმეტრი დოკუმენტირებულია. ეჭვის ადგილი არ არსებობს და დაუსჯელობის ადგილი არ არის.
პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპის საბჭოს შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ მიღწეული შეთანხმება მკაფიო გზავნილს აგზავნის: რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი“, - წერს კაია კალასი.
ცნობისთვის, უკრაინამ და ევროპის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.