არქივი10 იანვარი, 2025, 16:12
კაია კალასი - ომი რუსეთმა დაიწყო და ამის ფასი უნდა გადაიხადოს - უკრაინა მიიღებს 3 მილიარდ ევროს გაყინული რუსული აქტივებიდან

დღეს უკრაინა მიიღებს 3 მილიარდ ევროს ჩვენი სესხიდან, რომელიც რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული თანხებით დაიფარება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ომი რუსეთმა დაიწყო და ამიტომ ამის ფასი მან უნდა გადაიხადოს.
„ეს დაეხმარება უკრაინის ეკონომიკას და გაათავისუფლებს უკრაინის ფულს თავდაცვისთვის“, - წერს კაია კალასი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.