ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაია კალასი კიევში ჩავიდა

კაია კალასი კიევში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი კიევში ჩავიდა.
კალასის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ მას კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დახვდა.
„უკრაინელები თავიანთი გამბედაობით მსოფლიოს შთააგონებენ. მათი გამძლეობა ჩვენს სრულ მხარდაჭერას მოითხოვს. დღეს კიევში ვარ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის, უკრაინის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოებისა და ომის დანაშაულებისთვის რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მოლაპარაკებებისთვის“, - წერს კალასი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.