კაია კალასი – ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს

ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს კოპენჰაგენში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა.
„დღეს განვიხილავთ, თუ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, მიუხედავად დიდი დიპლომატიური ძალისხმევისა, რომ ზელენსკი და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით გაყინული აქტივების საკითხსაც სიღრმისეულად განვიხილავთ. გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები არსებობს და ამის შესახებ დებატები ნამდვილად გვჭირდება. ვერ წარმოვიდგენთ იმას, რომ ეს აქტივები, ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, კვლავ რუსეთს დაუბრუნდეს, თუ ის რეპარაციებს არ გადაიხდის“, – განაცხადა კაია კალასმა.
კაია კალასის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.
„რა თქმა უნდა, ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას განვიხილავთ და იმას, თუ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. სამწუხაროდ, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა და ეს კვლავ პრობლემად რჩება“, – აღნიშნა კაია კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო