კაია კალასი – ველი, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შევიყვანთ

ველი, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შევიყვანთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ შეთანხმდებიან.
„ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ვაწესებთ და ასევე, ველი, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შევიყვანთ“, – განაცხადა კალასმა.
Politico-ს ცნობით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება, თუმცა გუშინ, საფრანგეთმა განაცხადა, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატებას მხარს დაუჭერს.
„ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ხვალ ბრიუსელში სანქციებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ირანში დარღვევებზეა პასუხისმგებელი. მათ აეკრძალებათ ევროპის ტერიტორიაზე შესვლა და მათი აქტივები გაიყინება. საფრანგეთი მხარს დაუჭერს ,,ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ევროკავშირის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ