კაია კალასი – გრენლანდიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ

გრენლანდიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს, დანიას და მის ავტონომიურ რეგიონს, გრენლანდიას“, – განაცხადა კაია კალასმა.
ევროკავშირს უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის კავშირები მჭიდროა, კერძოდ, ეკონომიკისა და უსაფრთხოების კუთხით.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კუნძულ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია და ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა. დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, გრენლანდია არ იყიდება.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ Financial Times-მა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემის ცნობით, სატელეფონო საუბარი „ძალიან ცუდად“ წარიმართა და დონალდ ტრამპმა დანიის პრემიერს განუცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ მისი განზრახვა სერიოზულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია