ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაია კალასი "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილებებზე - "ძირს უთხრის კანდიდატის სტატუსს"

კაია კალასი "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილებებზე - "ძირს უთხრის კანდიდატის სტატუსს"

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ეხმაურება "ქართული ოცნების" მიერ "გრანტების შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებების დამტკიცებას და თვლის, რომ ეს ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს:
"დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს სამოქალაქო სივრცეს. დაჩქარებულად და კონსულტაციების გარეშე მიღებული კანონი დაემატა ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას. ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და დემოკრატიის ძირითად პრინციპებს", - წერს კაია კალასი X-ზე.
16 აპრილს "ქართული ოცნების" პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ კანონში". ამ ცვლილებების მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელი იქნება მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. დაისჯება უნებართვო გრანტის მიმღები ორგანიზაცია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.