კაია კალასის განცხადებით, ძალიან პოზიტიურია, რომ დონალდ ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას იკავებს, მაგრამ 50-დღიანი ულტიმატუმი დიდი დროა

დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის მიცემული 50-დღიანი ულტიმატუმი ძალიან დიდი დროა , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
„ძალიან პოზიტიურია ის, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას იკავებს. მეორეს მხრივ, 50 დღე ძალიან დიდი დროა, როდესაც ვხედავთ, რომ ისინი ყოველდღიურად უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ“, – აღნიშნა კაია კალასმა.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს“.
„ჩვენ ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, დაახლოებით 100%-იან ტარიფებს, მეორად ტარიფებს, თქვენ იცით, რას ნიშნავს ეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება