კათოლიკური ეკლესია წმინდა ოჯახის დღეს აღნიშნავს

კათოლიკური ეკლესია წმინდა ოჯახის დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, როგორც ლიტურგიული დღესასწაული, იგი შობის მომდევნო კვირადღეს აღინიშნება.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და საქართველოს კათოლიკე მოქალაქეებს წმინდა ოჯახის დღესასწაულს ულოცავს.
წმინდა ოჯახი ყოველი ქრისტიანისათვის სიყვარულისა და თანხმობის ნიმუშია, დღესასწაული აღნიშნავს ოჯახს (იოსები, მარიამი, იესო) ნაზარეთში, სადაც იესომ დაახლოებით, 30 წელი იცხოვრა. როგორც ლიტურგიული დღესასწაული, იგი შობის მომდევნო კვირადღეს აღინიშნება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ღონისძიებები – მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს