არქივი31 დეკემბერი, 2023, 07:09
კათოლიკური ეკლესია წმიდა ოჯახის დღეს აღნიშნავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და საქართველოს კათოლიკე მოქალაქეებს წმიდა ოჯახის დღესასწაულს ულოცავს.
„წმიდა ოჯახი ყოველი ქრისტიანისათვის სიყვარულისა და თანხმობის ნიმუშია, დღესასწაული აღნიშნავს ოჯახს (იოსები, მარიამი, იესო) ნაზარეთში, სადაც იესომ დაახლოებით, 30 წელი იცხოვრა. როგორც ლიტურგიული დღესასწაული, იგი შობის მომდევნო კვირადღეს აღინიშნება“,-აღნიშნულია მილოცვაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.