კათოლიკური, ბაპტისტური, ლუთერული, პროტესტანტული, სახარების რწმენის ეკლესიები და „ხსნის არმია“ ქრისტეშობას ზეიმობენ

25 დეკემბერს კათოლიკური, ევანგელურ-ბაპტისტური, ევანგელურ-პროტესტანტული, სახარების რწმენისა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები მაცხოვრის დაბადებას ზეიმობენ.
იესოს დაბადებით ქრისტიანულ სამყაროში უმნიშვნელოვანესი გარდატეხა მოხდა. მაცხოვრის შობა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, სიყვარულის, სიახლის, სიკეთის სიმბოლო.
“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შობის დღესასწაულს გილოცავთ ყველას, ვინც ქრისტეშობას 25 დეკემბერს აღნიშნავთ და მშვიდობას, სიკეთესა და წარმატებებს გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს”, – ნათქვამია საგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)