კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, სალომე უგულავა ტოვებს
კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი სალომე უგულავა ტოვებს.
მისი თქმით, "დაუშვებელია, დღეს ნათელ მხარეს არ იდგე".
"კავკასიის უნივერსიტეტში პატარა მივედი. ვასწავლი უკვე 6 წელზე მეტია. ყოველთვის მიმეჩქაროდა აუდიტორიაში იმიტომ, რომ საუკეთესო ბავშვები მხვდებოდნენ - სხარტები, ნათელი გონების და სწორი ღირებულებების. უნივერსიტეტი არის ადამიანები და არა შენობა. დაუშვებელია, დღეს ნათელ მხარეს არ იდგე. ამიტომ, ვწყვეტ თანამშრომლობას.
დიდი მადლობა ნინო ჟიჟილაშვილს ამ შესაძლებლობისთვის და შექმნილი თავისუფალი გარემოსთვის. უზომოდ მწყდება გული", - წერს უგულავა.
ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დატოვა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ, ასევე, ნინიკო რობაქიძემ, ლევან ბერძენიშვილმა და დავით ქაშიაშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.