კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა – „ტყუილის კვლევა ნეიროფიდბექის მეთოდოლოგიით“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა – „ტყუილის კვლევა ნეიროფიდბექის მეთოდოლოგიით“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულმა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, მაგდა კოტრიკაძემ შეისწავლა პოლიტიკური ტყუილის და პროპაგანდის გავლენა ადამიანის თავის ტვინსა და პერიფერიაზე.
„კვლევა უნიკალურია, რადგან მსგავსი ტიპის აპარატული კვლევა პოლიტიკის მეცნიერებებში ამ დრომდე არ განხორციელებულა. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შედეგები აისახა მაგდა კოტრიკაძის საკვალიფიკაციო ნაშრომში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ვახტანგ მაისაია.
კვლევით შესწავლილია თავის ტვინის რეაგირება ტყუილის ზემოქმედების მომენტში და გამოვლენილია აქტიური და პასიური სიტყვები და შინაარსები, გამოკვლეულია როგორ ტრანსფორმირდება ტყუილი სიმართლედ ჩვენს გონებაში და იზრდება მიმღებლობა ინფორმაციაზე, პროპაგანდასა და ტყუილზე. შესწავლილია ტყუილის აღქმა და ადამიანების მიდგომა ტყუილის მიმართ, მათი შეფასება და დამოკიდებულება, რომელ საკითხებში უფრო ტოლერანტულები არიან ადამიანები და რომელში უფრო ნაკლებად.
მსგავსი ტიპის აპარატული კვლევები მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია და მიიჩნევა, რომ შედეგების ცდომილება მინიმუმამდეა შემცირებული. კვლევის შედეგები საინტერესოა როგორც პოლიტიკის მეცნიერების მკვლევართათვის, ასევე დარგის სპეციალისტებისთვის სხვადასხვა სექტორებიდან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა