ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

15 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეთორმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“ გაიმართება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია გახსნის. აუდიტორიას მიესალმებიან უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო მინდიაშვილი და კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე სესილი გოგიბერიძე.
„კონფერენციაში მონაწილეობას 260-მდე მომხსენებელი იღებს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენციაზე მოხსენებები 15 სექციასა და ქვესექციაში იქნება წარდგენილი. სექციები შემდეგ თემატიკას მოიცავს: საერთაშორისო ურთიერთობები; ჟურნალისტიკა; მედიცინა; ბიზნესი და ტექნოლოგიები; სამართალი; მევენახეობა-მეღვინეობა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე დამკვიდრებული ტრადიციით სპეციალური სექცია ეთმობა მოსწავლეებს, რომლებიც მოხსენებებს მომავალ სტუდენტთა სექციაში წარადგენენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.