პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კადიროვის თქმით, საქართველოს მთავრობას არ სურს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება

კადიროვის თქმით, საქართველოს მთავრობას არ სურს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა იტუმ-კალის და შატილის დამაკავშირებელი გზის აშენების საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართულ მხარეს არ სურს საქართველოს დ ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზა არსებობდეს.
"სინამდვილეში, საქართველო ჩვენთვის არაკეთილგანწყობილი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დოკუმენტებს ხელი მოვაწერეთ და გავაკეთეთ ყველაფერი. სამწუხაროდ, ჩვენ მეზობლებს მაინც არ უნდათ, რომ გზამ საქართველოზე გაიაროს. – თქვა კადიროვმა.
ჩეჩნეთს არაერთხელ გამოუთქვამს მზაობა აღნიშნული გზის აშენების თაობაზე. პირველად, მშენებლობა 1997 წელს დაიწყო, თუმცა ორ წელში შეჩერდა საქართველოს მთავრობის პოზიციის გამო.
tabula.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.