კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კადეტთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში კურსდამთავრებულთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კადეტებს ლიცეუმის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას მათ ახალგაზრდა თაობისთვის ლიცეუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კურსდამთავრებულებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კურსდამთავრებულიც, რომელმაც ლიცეუმში სამწლიანი სწავლება შეაჯამა და კადეტთა სკოლის ხელმძღვანელობას, მასწავლებლებსა და ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სამკერდე ნიშნები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება სამხედროების დაჯილდოებით დასრულდა.
საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.
კურსდამთავრებულთა შორის ხუთი ოქროს და ოთხი ვერცხლის მედლის კანდიდატია. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. ლიცეუმში სწავლის პერიოდში ისინი წარმატებით მონაწილეობდნენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და სხვადასხვა შეჯიბრში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა