ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაბალში მკვლელობა მოხდა - ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ბაზრის ტერიტორიაზე, მისივე მაღაზიაში რამდენჯერმე ესროლეს

კაბალში მკვლელობა მოხდა - ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ბაზრის ტერიტორიაზე, მისივე მაღაზიაში რამდენჯერმე ესროლეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. შემთხვევა სოფელ კაბალში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მოკლულს სოფელში არსებულ ბაზრის ტერიტორიაზე ხორცის მაღაზია ჰქონდა, სადაც უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. შუახნის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.