ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“იხილავთ აშშ-სგან ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ამ ძალადობას ჩადის” – სენატორი ბენ კარდინი

“იხილავთ აშშ-სგან ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ამ ძალადობას ჩადის” – სენატორი ბენ კარდინი

შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კანონმდებლების უმეტესობა, გმობს საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალისმიერ დაშლას და საქართველოში კერძო პირების მიმართ სანქციების დაწესებას ემხრობა.
როგორც შეერთებული შტატების დემოკრატი სენატორი მერილენდის შტატიდან და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს, რეაგირება უნდა მოჰყვეს იმას, რომ საქართველოში ხალხის ნება არ სრულდება.
“ვფიქრობ, თქვენ იხილავთ შეერთებული შტატებისგან ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ამ ძალადობას ჩადის. ხალხის ნება არ სრულდება, ამას რეაგირება ყველგან უნდა მოჰყვეს”,- აცხადებს ბენ კარდინი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.