ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იწუწუნეს, იწუწუნეს და უნგრეთს სძლიეს - უკრაინამ თბილისში ჩამოსვლამდე სამი ქულა მოიპოვა

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში უკრაინამ გასვლაზე უნგრეთს 1:0 მოუგო.

უკრაინელი ექსპერტები მატჩის წინ მუდმივად წამყვანი ფეხბურთელების გამოკლებაზე ჩიოდნენ და პესიმისტურად იყვნენ განწყობილები, თუმცა მათმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. 

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, პირველი ტაიმის ბოლოსკენ კი სტუმრები სიკანმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ უკრაინელები უნარიანად იცავდნენ თავს, სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ. კომპენსირებულ დროში მსაჯმა სტუმართა თავდამსხმელი ნაზარენკო გააძევა, რასაც მოედანზე ჩხუბი მოჰყვა, ტრიბუნებიდან მოწინააღმდეგის ფეხბურთელებს სხვადასხვა საგნები ესროლეს. საბოლოოდ მალდერას გუნდმა მოიგო და პირველი სამი ქულა მოიპოვა.

მეორე ტური მეორე ჯგუფში 28 სექტემბერს გაიმართება - საქართველო უკრაინას, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს უმასპინძლებს.

ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“
უნგრეთი - უკრაინა 0:1
გოლი: სიკანი (42)
გაძევება: ნაზარენკო (90+2)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.