პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იძულებით გადაადგილებულ 365 პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა

დევნილებსა და ეკომიგრანტებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემათ. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საგრანტო პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
დევნილებმა და ეკომიგრანტებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩიეს. ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 365 გამარჯვებული გამოავლინა.
პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ეწევიან. პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება ყოველწლიურად ცხადდება.“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.