იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება იწყება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება იწყება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 12-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, დევნილ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიარონ კარიერული კონსულტირება – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კონსულტანტებს გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება, უნარები და დასაქმების სასურველი სფეროები.
„რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროექტის მეორე ეტაპზე, სააგენტო უზრუნველყოფს ვაკანსიების მოძიებას და სამუშაოს მაძიებლებისა და ბიზნესის ურთიერთდაკავშირებას.
პროექტი თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში ხორციელდება. კონსულტირებისათვის, დევნილი მოქალაქეები უნდა ეწვიონ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რეგიონულ სერვის-ცენტრებს შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი, სამების ქ. N1; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
პროექტი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.
პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული პირების შრომის ბაზარზე გააქტიურებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა