ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იძებნება "ოცნების" ლიდერების დიპლომები (ვიდეო)

იძებნება "ოცნების" ლიდერების დიპლომები (ვიდეო)

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ ეკა ჭიჭინაძეს, რომელიც ორი წელია, დეპუტატის მანდატს ატარებს, საკანონმდებლო ორგანოში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ მიუტანია.  ივანიშვილების ნდობით აღჭურვილმა "ქართული ოცნების" წევრმა არა თუ პარლამენტში არ მიიტანა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ვებ-გვერდზეც ცარიელია გრაფა, სადაც ეკა ჭიჭინაძისთვის განათლების მიმცემი უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს მითითებული. წერია მხოლოდ ის, რომ ქალბატონი ეკა პროფესიით ფილოლოგი გახლავთ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.