იცხადებთ მხარდაჭერას და ამას კონკრეტული საფუძვლები გააჩნია – მამუკა მდინარაძე მთავრობის ახალ შემადგენლობას

გიცხადებთ მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერას კონკრეტული საფუძვლები გააჩნია. ვიდრე ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვიდოდით ბევრი პატარ-პატარა ბრძოლა გადავიტანეთ და საერთო ჯამში ჩვენ გვიწევს ომზე ლაპარაკი, რომელიც მშვიდობით უნდა მოვიგოთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ეს იყო რეფერენდუმი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გარე ინტერესებს შორის. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მორიგ ჯერზე გაიმარჯვა ეროვნულმა ინტერესებმა.
„მაგრამ ეს ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან ეს ომი გრძელდება. არავის ჩაუქნევია ხელი იმაზე, რომ გარე ინტერესები იყოს მძლავრად წარმოდგენილი ამ ქვეყანაში. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ ომში საბოლოოდ გამარჯვებას ვერ მივაღწევთ თუ ოდნავ მაინც მოვდუნდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, გარე ძალების წარმომადგენლებისთვის აფხაზი და ოსი მტერია და ეროვნული საქმე რუსულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი