ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"იცით, რომ "ტოტენჰემში" მე-4 ადგილზე გასვლას ზეიმობენ?" - კონტემ "დეზებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა

იტალიელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტემ "ტოტენჰემში" გატარებული პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, უცნაური იყო იმ გუნდში მუშაობა, რომელიც მე-4 ადგილზე გასვლას ზეიმობდა.
"პირადად ჩემთვის, მეოთხე ადგილზე გასვლა და ამის აღნიშვნა უცნაური იყო. როდესაც სეზონი დავასრულეთ, ჩემს ასისტენტებს დავურეკე და ვუთხარი, რომ უკვე ყველაფერი გავაკეთეთ, რადგან მე-9 ადგილიდან ოთხეულში შესვლა შევძელით. მიუხედავად ამისა, ეს მიღწევა არ აგვიღნიშნავს", - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, ანტონიო "ტოტენჰემს" 2021/2023 წლებში წვრთნიდა, მას შემდეგ კი იტალიელი სპეციალისტი უმუშევარია.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.