“იყო მოლოდინი, რომ ამას ივანიშვილი 29–ში იტყოდა… მზად უნდა ვიყოთ ამ სპეცოპერაციისთვის” – ჯანგირაშვილი
ეს თემა დიდი ხანია ტრიალებს და ადრე თუ გვიან დაიდება ღიად. ქოცები რუსებს ეუბნებიან, არჩევნების წინ რამე სათქმელი მაინც მოგვეცითო, აი გარეჯი რომ საქართველოა იმ პონტში, თორემ წავაგებთო. რუსი ჯერ ვერ იმეტებს რამე ისეთს, მოსატყუებლად მაინც რომ ვარგოდეს. თუმცა ალბათ რამეზე შეჯერდებიან და გამოაგდებენ საქართველოს რუსეთში შეთრევის მორიგ გეგმას და ამას დაარქმევენ “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“. იყო მოლოდინი, რომ ივანიშვილი 29–ში იტყოდა რამეს, მაგრამ არ გამართლდა. რუსი იმის რუსია, რომ ვასალსაც სახეს ახევს. ზუსტად ასე აახევს სახეს ივანიშვილს. თუმცა მზად უნდა ვიყოთ ამ ეფესბეს საინფორმაციო სპეცოპერაციისთვის და კარგად დავიმახსოვროთ: ახლო მომავალში შემოგორებული ნებისმიერ ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა იქნება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დასრულების გეგმა. ყველა გეგმა, სადაც ლტოლვილების უპირობო დაბრუნება და აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსების ბაზების გათრევა არ ეწერება პირველ პუნქტად არის ეფესბეს სპეცოპერაცია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.