ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იქ რეალურად ტარდება „ავორიტარიზმის ფესტივალი“, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას აფინანსებენ უცხოელი დონორები - პრემიერი "დემფესტზე"

"მე, როგორც ვიცი, ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალზე“ გამოფენილი იყო მათ შორის, სააკაშვილის სურათები, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ტარდება ავორიტარიზმის ფესტივალი; ყველაზე ცუდი ის არის, რომ ავტორიტარიზმის ფესტივალს საქართველოში პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბეშუმში, „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული „ავტორიტარიზმის ფესტივალები“ ვერ დააბრუნებს საქართველოში ავტორიტარიზმს.

„ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი ჩარევა საარჩევნო პროცესებში. სამწუხაროდ, არჩევნები წარიმართება საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევის ფონზე, თუმცა ეს დარღვევები რეალურად შედეგებზე ვერ აისახება, ქართული საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. აქედან გამომდინარე, როგორი ჩარევაც არ უნდა განხორციელდეს, მათ შორის, გარე ჩარევა, ეს რაიმე არსებით გავლენას არჩევნების შედეგებზე ვერ მოახდენს. მათ შორის, ვერც უცხოეთიდან დაფინანსებული ავტორიტარიზმის ფესტივალები ვერ დააბრუნებს საქართველოში ავტორიტარიზმს,“- განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.