იქნებ, დააზუსტოს სააკაშვილმა, მოიაზრებს თუ არა სალომე ზურაბიშვილს რუსული საქმის გამკეთებლად – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, სააკაშვილს მოუწოდებს, დააზუსტოს, მოიაზრებს თუ არა “რუსული საქმის გამკეთებლად” სალომე ზურაბიშვილს.
“იქნებ, დააზუსტოს სააკაშვილმა მოიაზრებს თუ არა, სალომე ზურაბიშვილს რუსული საქმის გამკეთებლად. ყავლი გაუვიდა ამ ტიპის განცხადებებს, გარკვეული სინანულის დემონსტრირება ხდებოდა სააკაშვილის მხრიდან, მას არაერთხელ უთქვამს, რომ ის გადადგა და ამით რაღაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო – რაზე აიღო ეს პასუხისმგებლობა, თუ რუსული რევოლუცია უნდა მომხდარიყო ქვეყანაში, ან რაზე წუხდნენ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, ნიანგის ცრემლებს რომ აღვარღვარებდნენ,”- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს