ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იქნება თუ არა ხვიჩა დღეს პარიზულ დერბიში - Le Parisien ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაზე

იქნება თუ არა ხვიჩა დღეს პარიზულ დერბიში - Le Parisien ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაზე

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით, ლიგა 1-ის მე-17 ტურის მატჩს "პარიზის" წინააღმდეგ გამოტოვებს.
ჩვენებურმა მცირე ტრავმა პარასკევის ვარჯიშზე მიიღო და მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მისი ჯანმრთელობის გარისკვას არ აპირებს. ძირითად შემადგენლობაში მის ნაცვლად ბრედლი ბარკოლა იქნება და ქართველი მხოლოდ შეიძლება სათადარიგოთა სკამზე ვიხილოთ, თუმცა ესპანელი დამრიგებელი მას მოედანზე ალბათ არ შეიყვანს.
სამაგიეროდ, Le Parisien წერს იმას, რომ ენრიკეს კვარაცხელიას დასვენება იმის გამოც სურს, რომ ის 8 იანვარს ქუვეითში გასამართი სუპერ მატჩის შეხვედრისთვის მაქსიმალურად იყოს მზად, სადაც "პარკ დე ფრანსის" ბინადრები "მარსელს" დაუპირისპირდებიან.
ინფორმაციისთვის, დღევანდელი დერბის შეხვედრა პსჟ-ისა და "პარიზს" შორის თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
პსჟ-ის წლის პირველი მატჩი და მთავარი ინტერესი ხვიჩას ჯანმრთელობაზე
პსჟ-ის წლის პირველი მატჩი და მთავარი ინტერესი ხვიჩას ჯანმრთელობაზე

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.