ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო და რაიონულ სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო და რაიონულ სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო და რაიონულ სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა.
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონკურსი 17 ვაკანტურ თანამდებობაზეა გამოცხადებული.
“გაცნობებთ, რომ 2025 წლის 25 თებერვლის 1/23 განკარგულებით სააპელაციო, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის 17 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა კონკურსი.
განცხადებების მიღება დაიწყება 2025 წლის 26 თებერვალს და გაგრძელდება 19 მარტის ჩათვლით, ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მეშვეობით”, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.