იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილი დანიშნა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილი დანიშნა. შესაბამისი განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 15 ივლისს გამოსცა.
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 9 მოსამართლე, 6 კი არამოსამართლე წევრია. 5 არამოსამართლე წევრს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი — პრეზიდენტი. რაც შეეხება მოსამართლე წევრებს, მათ მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს.
პრეზიდენტის მიერ საბჭოში მივლენილ წევრს, თამარ ღვამიჩავას უფლებამოსილების ვადა 22 ივლისს ეწურება. შესაბამისად, სწორედ მას ჩაანაცვლებს კახა წიქარიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 5 განაცხადი შევიდა, რომლებთანაც გასაუბრება სპეციალურად შექმნილმა შესარჩევმა კომისიამ ჩაატარა.
კომისიამ პრეზიდენტს რეკომენდაცია ორ კანდიდატზე, გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილზე გაუწია, რომელთა შორის სალომე ზურაბიშვილმა საბჭოში დასანიშნად კახა წიქარიშვილი შეარჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე