იუსტიციის მინისტრი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე -ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ლი ჯუნჰუას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რატი ბრეგაძემ ლი ჯუნჰუასთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნები პასუხობს გლობალურ გამოწვევებს და მათი განხორციელება ეროვნულ დონეზე გადამწყვეტია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.
„ამ პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებისთვის სახელმწიფო სერვისების სწრაფ, თანაბარ და ინკლუზიურ ხელმისაწვდომობას. სწრაფი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული სახელმწიფო სერვისები სამინისტროს სავიზიტო ბარათია, რომელზე ხელმისაწვდომობასაც უწყება გამუდმებით აუმჯობესებს, მათ შორის, ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
იუსტიციის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტ სერვისს 118 იუსტიციის სახლისა და მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით შეუფერხებლად აწვდის მომხმარებელს.
მნიშვნელოვანია, რომ ახალდანერგილი მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით სოფლის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ყველა სერვისი სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. ასევე, ინოვაციურია იუსტიციის სახლების ფუნქციონირება პენიტენციურ დაწესებულებებში.
შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა გაერო-ს გენერალური მდივნის ოფისთან სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა ცხვარაშვილი და გაერო-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – ჯოზეფ ბორელთან საუბარი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე – დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი

სალომე ზურაბიშვილი – ანჯეი დუდასთან საუბარში ხაზი გავუსვი ქართველი ხალხის ევროკავშირში მისწრაფებებისადმი ურყევ ერთგულებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას!