არქივი12 თებერვალი, 2025, 11:51
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ერეკლე ღვინიანიძეს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 10 თებერვალს დაუკმაყოფილდა.
უწყებაში მინისტრის მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობენ.
ამასთან, ერეკლე ღვინიანიძე მინისტრის მოადგილის თანამდებობის გარდა, იუსტიციის სახლის კურატორიც იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.