იური უშაკოვი – ტრამპთან საუბრისას პუტინმა ყურადღება გაამახვილა, რომ კიევის რეჟიმმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა – ტრამპი შოკირებული იყო

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის შესახებ აცნობა – პრეზიდენტი ტრამპი შოკირებული იყო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პრაქტიკულად მაშინვე, როდესაც მარ-ა-ლაგოში მოლაპარაკებები დასრულდა, რომელსაც ამერიკული მხარე წარმატებულად მიიჩნევს, კიევის რეჟიმმა ნოვგოროდის ოლქში პრეზიდენტის რეზიდენციაზე მასშტაბური, შორი მოქმედების დრონების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა. აშშ-ის პრეზიდენტი შოკირებული იყო და თქვა, რომ მას მსგავსი გიჟური ქმედებების წარმოდგენაც კი არ შეეძლო“, – განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, ტრამპმა პუტინს განუცხადა, რომ „ეს ზელენსკისთან მუშაობის კონტექსტში აშშ-ის მიდგომაზე გავლენას მოახდენს“.
„როგორც თავად ტრამპმა თქვა, მადლობა ღმერთს, რომ Tomahawk-ები არ მისცა“, – აღნიშნა უშაკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან