ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იური უშაკოვი - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა

იური უშაკოვი - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დასრულებისთანავე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები შეკრიბა და მათ ამერიკელ კოლეგასთან მოსაზრებების გაცვლის შინაარსი დეტალურად გააცნო“, - განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, პრეზიდენტებმა განიხილეს ახალი სამიტი, რომელიც, სავარაუდოდ, ბუდაპეშტში გაიმართება. უშაკოვის ინფორმაციით, შეხვედრის დრო საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ერთობლივი მუშაობის შედეგად გაირკვევა.
უშაკოვის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის საკითხს დაუთმეს. მისი მტკიცებით, პუტინმა ხაზი გაუსვა რუსეთის ერთგულებას კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მიმართ და სიტუაცია დეტალურად შეაფასა.
„მათ ასევე განიხილეს უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების შესაძლო მიწოდების საკითხი. საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს იარაღი ბრძოლის ველზე სიტუაციას არ შეცვლის, მაგრამ სერიოზულად დააზიანებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს“, - აღნიშნა უშაკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.