იური უშაკოვი – აშშ იფიცება, რომ რუსეთთან შეთანხმება მტკიცე იქნება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მტკიცე შეთანხმებას ჰპირდება.
„ამერიკელები (დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები) იფიცებიან, რომ თუ ტრამპი რამეზე დათანხმდება, ის მტკიცე იქნება“, – განაცხადა უშაკოვმა.
მისი მტკიცებით, მოსკოვი და ვაშინგტონი გრძელვადიანი მოგვარების კონტექსტში მუშაობენ და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბარი არ არის.
„მხარეები ცდილობენ, მოლაპარაკება მოახდინონ რთულ დებულებებზე, რომლებიც განსაზღვრავს მომავალი შეთანხმების ფორმასა და ბედს. უკრაინასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი აშშ-სგან თავის დოკუმენტებში რადიკალური ცვლილებების შეტანას მოითხოვს“, – აღნიშნა უშაკოვმა.
პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, რუსული არმიის ფრონტის ხაზზე წინსვლამ კრემლში ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემო შექმნა. შეხვედრის შედეგებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ რუსეთმა და აშშ-მ ერთმანეთის პოზიციები უკეთ გაიგეს. პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა არ განხილულა.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე გიორგი ბარამიძეზე – სინანული მაშინ არის დასაფასებელი, როცა ამ სინანულს გრძნობ – თუ სჯერა, რომ სიმართლე თქვა, მაშინ, როდის, სად, ვინ და რა ვითარებაში მოახდინა ეს შემზარავი ფაქტი, ამაზე უნდა ისაუბროს

მიხეილ ყაველაშვილი – შინდისის გმირებმა ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს მათი ვაჟკაცობით – სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავი და მარადიულია