ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იურისტმა მიხეილ ზაქარეიშვილმა 46 სხვადასხვა აქციის შესახებ შსს-ში განცხადება დაარეგისტრირა

იურისტმა მიხეილ ზაქარეიშვილმა 46 სხვადასხვა აქციის შესახებ შსს-ში განცხადება დაარეგისტრირა
იურისტმა მიხეილ ზაქარეიშვილმა 46 სხვადასხვა აქციის შესახებ შსს-ში განცხადება დაარეგისტრირა. 46-ვე აქციის ორგანიზატორი თავადაა.
როგორც ის ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ამით სურს აჩვენოს, რომ უწყებას გაუჭირდება იმ კანონის აღსრულება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 2-დღეში მიიღო.
“2 საათი მხოლოდ ამ გაფრთხილებებს არეგისტრირებდნენ. ოპერატორმა თქვა, რომ მე ამდენ განცხადებას ვერ ჩავიბარებო და უფროსთან გამიშვა. ამდენი ხანი უფროსს ვეჯექი კაბინეტში. არ აქვთ მაგის რესურსი, რომ ამდენს მოერიონ. ჩემს გარდა კიდევ ათეულობით ადამიანი ჰყავდათ რიგში”, – უთხრა ნეტგაზეთს ზაქარეიშვილმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.