არქივი12 სექტემბერი, 2024, 12:54
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნიკოლოზ მარსაგიშვილს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნიკოლოზ მარსაგიშვილს უსმენენ.
მარსაგიშვილმა დეპუტატებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო, შემდეგ კი პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
„ვფიქრობ, უზენაეს სასამართლოში ჩემი საქმიანობა რაღაც დადებით მოუტანს და შემატებს საერთო სასამართლოებს და მართლმსაჯულებას,“ - განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურა 2 სექტემბერს წარუდგინა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.