ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ.
კერძოდ, აღნიშნულს პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეები, შეძახილებით შეხევდნენ. ისინი სკანდირებდნენ:„რუსებო“.
რაც შეეხება ჩიტაძეზე არსებულ ვითარებას, ამ ეტაპისთვის აღნიშნულ ქუჩაზე სიმშვიდეა, ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე სპეცდანიშნულების რაზმები.
ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებმაც წუხელ, მთელი ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს. ისინი პერიოდულად კვლავ სკანდირებენ: „რუსებო“, „მონებო“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.