იურიდიულ პირებს პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსება ეკრძალებათ – რა არგუმენტით არ უჭერს მხარს ოპოზიცია პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას

ეუთოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას, მმართველი გუნდი ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. საუბარია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც იურიდიულ პირებს პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსება ეკრძალებათ. მცირდება კვალიფიციური სუბიექტების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების ათვისების ზედა ზღვარიც. უმრავლესობის წევრებს ევრორეკომენდაციის შესრულების პროცესში ოპონენტების მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. ამბობენ, რომ ახალი კანონი ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტიც კი იქნება.
ოპოზიციის დიდი ნაწილი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს. პარტიებმა, რომლებიც რამდენიმე თვის წინ, დაფინანსების წესის ცვლილებას თავად ითხოვდნენ, ახლა პოზიცია შეიცვალეს და ამტკიცებენ, რომ კომპანიებისთვის აკრძალვის დაწესებით, პოლიტიკური ძალების დამოუკიდებლობა და მოქმედების არეალი იზღუდება.
ოპოზიციონერ კოლეგებს წარსულს და საკუთარ ინიციატივას ახსენებს “გირჩი”. სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, ოპოზიცია და მესამე სექტორი თავად ითხოვდა პარტიების დაფინანსების წესის დარეგულირებას.
ოპონენტების მხრიდან დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციის შესრულებას რომ მხარდაჭერა არ ექნება, მმართველ გუნდში არ გაჰკვირვებიათ. საპარლამენტო უმრავლესობაში ოპოზიციის მხრიდან ბრიუსელის დავალებების მუდმივ საბოტაჟზე საუბრობენ. ამბობენ, რომ რეალურად, მათი მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე ხელოვნური ბარიერების შექმნაა.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ბიუროზე დღეს დარეგისტრირდა. ეუთო-ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებას საპარლამენტო უმრავლესობა დაჩქარებულ ვადებში გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში