ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„იუნისტრიმი“ საქართველოში ოპერირების განახლების შესახებ აცხადებს - ქართული ბანკები ინფორმაციას უარყოფენ

რუსულმა საგადახდო სისტემამ „იუნისტრიმმა“ საქართველოში ფულადი გზავნილების გატარება განაახლა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ იულია კავერინამ ე.წ. რუსულ–ქართული საქმიანი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის ფულადი გადარიცხვები ახლა უფრო გაუმარტივდებათ“, – ციტირებს მედია კავერინას.
თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამ სისტემით განაღდებები არ ხორციელდება.
იგივეს ამბობენ საქართველოს ბანკშიც – ამ ეტაპზე ამ სისტემით გზავნილების განაღდება არ ხდება. ანალოგიური პასუხი აქვთ ლიბერთი ბანკშიც.
საგადახდო სისტემა „იუნისტრიმმა“ საერთაშორისო გზავნილები, მათ შორის საქართველოს მიმართულებით, დასავლური სანქციების გამო 2023 წლის აგვისტოდან შეწყვიტა.
წყარო: GBC.GE

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.