იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა

ინგლისში, FA თასის მე-3 წრეში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბრაიტონს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. წითელი ეშმაკები გათამაშებას ნაადრევად დაემშვიდობნენ.
ანგარიში სტუმართა მხრიდან ბრაიან გრუდამ მე-12 წუთზე გახსნეს, 64-ე წუთზე დენი უელბეკმა სხვაობა ორბურთიანი გახადა, საბოლოო ანგარიში კი ბენჟამინ შეშკომ 85-ე წუთზე დააფიქსირა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ჯეისონ სტილი გახლდათ, რომელმაც 7 სეივი და Sofascore-სგან 8.9 რეიტინგი დაიმსახურა.
"წითელ ეშმაკებში" კრიზისი გრძელდება, პრემიერ ლიგაში 21 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, 17 იანვარს კი "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს.
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
"ლივეპრული" ნუნიესის შემცვლელის ყიდვას "ბრაიტონიდან" აპირებს
სალაჰი შეცვლაზე და ეკიტიკეს დუბლი - "ლივერპულმა" "ბრაიტონს" სძლია
"მილანი" ტეო ერნანდესის შემცვლელს "ბრაიტონიდან" ყიდულობს
ოფიციალურად: ესტუპინიანი "მილანის" ფეხბურთელია
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.