იულია ნავალნაია უფლებადამცველი ორგანიზაცია HRF-ის ხელმძღვანელი გახდა
ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსანდრ ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Foundation (HRF)-ის ხელმძღვანელი გახდა.
"ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც პირადად თვალს ადევნებდა დიქტატურის ჩამოყალიბებას, უდიდესი პატივია თავმჯდომარის პოსტის დაკავება". – ამბობს ნავალნაია.
ნავალნაიამდე ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს რუსი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი გარი კასპაროვი იკავებდა.
"მოუთმენლად ველი მხარი დავუჭირო იულია ნავალნაიას ახალ თანამდებობაზე". – თქვა კასპაროვმა.
HRF ვენესუელელმა უფლებადამცველმა ტორ ჰალვორსენმა 2005 წელს დააფუძნა. ფონდის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. ორგანიზაციის მთავარი მიზანი მსოფლიოში ტირანიასთან ბრძოლაა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.