პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იულია ნავალნაიას გერმანიაში, ერჰარდის სამიტზე მიენიჭება დემოკრატიის პრემია

აწ გარდაცვლილ რუს დისიდენტს, ალექსეი ნავალნის და მის ქვრივს, იულია ნავალნაიას გერმანიის წამყვან ფორუმზე მიენიჭებათ მედიის თავისუფლების პრემია, რომელსაც იულია ნავალნაია პირადად მიიღებს.
ამ პრემიას ყოველწლიურად გადასცემენ ლუდვიგ ერჰარდის სამიტზე, რომელიც იმართება კონსერვატორი ექს-კანცლერის ხსოვნის პატივსაცემად.
პრემიას გადასცემენ საჯარო ფიგურებს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა მოახმარეს გამოხატვის თავისუფლებას, დიალოგსა და დემოკრატიას. 2023 წელს ეს პრემია მიენიჭა რუს პოლიტიკოს გარი კასპაროვს, წარსულში ის გადაეცა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.