არქივი10 აპრილი, 2024, 12:35
"იუვენტუსი" ზაფხულში "ლაციოს" ნახევარმცველით გაძლიერდება
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "იუვენტუსი" ზაფხულში "ლაციოს" ნახევარმცველ ფელიპე ანდერსონით გაძლიერდება.
მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია და ტურინელები 30 წლის ბრაზილიელს ზაფხულში უფასოდ გაიფორმებენ, რადგან მას რომაულ გუნდთან კონტრაქტი ეწურება.
ანდერსონმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.