ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"იუვენტუსის" კაპიტანი "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება

"იუვენტუსის" კაპიტანი "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება

33 წლის მარჯვენა მცველი დანილო „იუვენტუსიდან“ მალე „ნაპოლიში“ გადავა, - იტყობინება „კორიერე დელო სპორტი“.
გამოცემის ცნობით, ნეაპოლურმა კლუბმა ბრაზილიელთან მოლაპარაკებები თითქმის დაასრულა, „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ კი განაცხადა, რომ ის გუნდის შემადგენლობიდან გამოიყვანეს.
დანილოს „იუვესთან“ კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მიმდინარე სეზონში სერია A-ს 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 4 მილიონი ევროა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.